MTP- მენეჯერული განვითარების პროგრამა

13 ოქტომბერი 2023

 A Logistics Company-ის ადმინისტრაციული მენეჯერი, ნინი ცისკაძე, დაესწრო მენეჯერული განვითარების პროგრამას. ტრენინგი ჩატარდა საგენტო ,,აწარმოე საქართველოში'', გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ მხარდაჭერით.

 

პროგრამის შესახებ:

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით  განახორიცელა მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

 

გერმანიაში სამუშაო ვიზიტისას ნინი გაეცნო გერმანიის ლოგისტიკურ ბიზნეს პრაქტიკებს და გაიგო მეტი მოლაპარაკებების წარმოებისა და მენეჯერული უნარების განვითარების შესახებ.


საერთო ჯამში, საკმაოდ საინტერესო იყო კომპანიებში ვიზიტი და მათი პროცესების ნახვა, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზეა. ასევე მნიშვნელოვანია, ლოგისტიკის სფეროში სიახლეების გაცნობა და ჩვენი, A Logistics Company-ს გაცნობა მოწინავე გერმანული კომპანიებისთვის. ” – ამბობს ის.

 

პროგრამის მიზანს წარმოადგენს როგორც გერმანული ლოგისტიკური ბიზნეს პრაქტიკის გაცნობა, ასევე ამ სფეროში დასაქმებულთათვის  მენეჯერული უნარების განვითარება ინტერკულტურული კომპეტენციის კუთხითაც;

 

@Copyright (GIZ/Andreas Dobslaff)