2023 წლის შეჯამება

29 დეკემბერი 2023

2023 წელი A Logistics Company-სთვის განსაკუთრებულად საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. გვსურს, გაგიზიაროთ რამდენიმე მიღწევა, რომლებმაც შექმნეს ჩვენი გუნდის საერთო წარმატება.

????A კლასის საწყობი

ALC-სთვის 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებით. ქვეყნის მასშტაბით გამორჩეული 5000 კვ.მ A კლასის საწყობის მშენებლობა ჩვენი კომპანიისთვის ის მონუმენტური მიღწევაა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების, ეფექტურობისა და უმაღლესი დონის ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მიწოდებისკენ.

????მწვანე ლოგისტიკა

ჩვენი კომპანია იაზრებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას და სწორედ ამიტომ, ჩვენი შენობების სახურავზე განვათავსეთ მზის პანელები, რომელთა გამოყენებითაც, მზად ვართ შევამციროთ ნახშირბადის კვალი და მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგია. გარდა ამისა, კომპანიაში გვიდგას ქაღალდისა და პლასტმასის გადამამუშავებელი ე.წ. მწვანე ყუთები, რითაც ხელს ვუწყობთ ნარჩენების სწორ მოხმარებას.

????ჩვენი პარტნიორები

2023 წელს ჩვენი კლიენტების ისედაც მრავალრიცხოვანმა პორტფოლიომ განიცადა ზრდა და შემოგვიერთდნენ კომპანიები, რომელთა მარაგებისთვის გამოვყავით 20 000 კვ.მ-ზე მეტი სასაწყობე ინფრასტრუქტურა. 3PL საწყობში მივიღეთ და დავამუშავეთ დამატებით 5 000 + ევრო-პალეტი. ჩვენთვის პატივია, ვიყოთ უპირობო ლოგისტიკური პარტნიორი წარმატებული ბიზნესებისთვის.

✅ თითოეული მიღწევა და წარმატება ჩვენი კლიენტების, პარტნიორებისა და A Logistics Company- ს გუნდის დამსახურებაა. 2024 წელი კი კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს მისიამდე, გავხდეთ ბაზრის ლიდერი, ინოვაციური და სანდო ლოგისტიკური კომპანია საქართველოში და მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სერვისი წარმატებულ ბიზნესებს.