ფინანსური სტრატეგია ლოგისტიკაში

5 აპრილი 2024

    ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად ლოგისტიკური ინდუსტრიის განვითარებაზე საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ბაზარზე კომპანიები არჩევანის წინაშე დგანან – ან თავიანთი სახსრებით უნდა ააშენონ/მართონ საწყობი, ან მომსახურება აუთსორსზე გაიტანონ. 

 

  აუთსორსინგით შეგიძლიათ დაზოგოთ როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური და დროითი რესურსი.  იმისათვის, რომ დაივიწყოთ  ლოგისტიკური პრობლემები, ჩააბარეთ მარაგები ALC-ის გამოცდილ გუნდს და დაიტოვეთ მეტი დრო ბიზნესის ზრდაზე ფოკუსირებისთვის. ლოგისტიკის გამოწვევებთან ბიზნესის ხედვებსა და სტრატეგიული დაგეგმარების პრინციპებს  საქართველოში წამყვანი ლოგისტიკური კომპანიის  ფინანსური მენეჯერი, ბაჩო ხითარიშვილი გვიზიარებს. 

 

  • რა ძირითადი ფინანსური გამოწვევების წინაშე შეიძლება იდგეს ლოგისტიკური კომპანია დღეს საქართველოში და როგორ უმკლავდება ჩვენი კომპანია ამ გამოწვევებს ეფექტურად?

 

  პირველ რიგში, შევეხები ზოგადად ტრანსპორტაციისა და ლოგისტიკის ბაზრის მდგომარეობას.  ლოგისტიკა და სასაწყობო სერვისები საერთო ჯამში დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ასე ვთქვათ, ეკონომიკის განვითარება განაპირობებს მოთხოვნის ზრდას ტრანსპორტაციასა და შესაბამისად სასაწყობო სერვისებზე. 

გადაზიდული ტვირთების მოცულობამ ბოლო წლებში აღმავალი ტენდენცია აჩვენა. 2023 წლის 9 თვეში საქართელოდან ან საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 4%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში გამოწვეული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ბაზარმა მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა და  მეტი ყურადღება დაეთმო. ჩვენ, როგორც ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 150+ზე მეტ ანგარიშს ვაერთიანებთ ჩვენს კლიენტების პორტფოლიოში, მუდმივად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ მიმდინარე ეკონომიკურ თუ საბაზრო ცვლილებებს და დავრჩეთ ჩვენი მომხმარებლებისთვის რელევანტურ პარტნიორად.

    საქართველოში საწყობების 80% თბილისშია კონცენტრირებული. აღსანიშნავია, რომ ლოკაციების მხრივ ჩვენი საწყობები თბილისში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ადგილებზეა გადანაწილებული როგორც ქალაქის მომარაგებისათვის, ასევე დაფარვის არეალის მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოყენების მნიშვნელობითაც. კომპანიებისთვის კი თბილისში საწყობების შენახვა სულ უფრო და უფრო ძვირი ჯდება, იქიდან გამომდინარე რომ ქალაქის ფარგლებში მოთხოვნა მიწაზე გაზრდილია. ამ პრობლემის გადაჭრის გზად კი ლოგისტიკური სერვისების აუთსორინგ სერვისად გატანა და  მომავალში თბილისის მიმდებარედ ან რეგიონებში მაღალი კლასის საწყობების განვითარება მესახება. 2024 წელს A Logistics Company-მ დაასრულა A კლასის საწყობის მშენებლობა, რომლითაც კიდევ ერთხელ დააკმაყოფილა მომხმარებლების მოთხოვნა  თანამედროვე და უსაფრთხო საწყობების შეთავაზებით.  

  მნიშვნელოვანია რომ გამოწვევებს ბიზნესი სწორად შეხვდეს. იწინასწარმეტყველოს ბაზრის მოთხოვნები და წინასწარ მზად დახვდეს მას.  ამისათვის რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ კომპანიაში, ერთერთი მათგანია სერვისებისა და პროდუქტების დივერსიფიკაცია. ჩვენი  ლოგისტიკური სერვისების ჩამონათვალი მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიასა და ბაზარს. კლიენტებს ვთავაზობთ როგორც სასაწყობე, საოფისე და კომერციულ ფართებს, ასევე დისტრიბუციას, ტვირთის გადაზიდვას და დამატებული ღირებულების მომსახურებას. მსგავსი ტიპის დივერსიფიკაცია კი ხელს უწყობს კონკრეტულ სექტორებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

  ასევე მნიშვნელოვანია მორგებული სატარიფო მოდული, რომლებიც პასუხობენ ბაზრის პირობებს. ეს შეიძლება მოიცავდეს პერიოდულად ფასდაკლებებს დიდი მოცულობის გადაზიდვებზე, ასევე კლიენტის ტვირთბრუნვიდან გამომდინარე მორგებულ ფასების პაკეტებს მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტისთვის.

   დასასრულს, მიუხედავად ბაზრის გამოწვევებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას როგორც წამყვანი ქართული ლოგისტიკური კომპანია. 1996 წლიდან ჩვენი კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისა და მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად აუმჯობესებს საოპერაციო პროცესებს და აწოდებს ხარისხიან და სანდო ლოგისტიკურ სერვისს ჩვენს კლიენტებს.  

ლოგისტიკა წარმატებული ბიზნესებისთვის - A Logistics Company.