ლოგისტიკა როგორც დაგეგმარების ხელოვნება

10 ნოემბერი 2023

ლოგისტიკის ცნების საწყისად ითვლება სამხედრო სფერო, სადაც მთავარი დანიშნულება საბრძოლო ინვენტარით და მასალით მომარაგება იყო. პირველად ლოგისტიკის ტერმინი განისაზღვრა როგორც მეცნიერება სხვადასხვა სისტემებში მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური ნაკადის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის შესახებ. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ტერმინს საინტერესო ეტიმოლოგია გააჩნია. 

  ლოგისტიკა ძირითადად ორი მნიშვნელობით გამოიყენება, ერთი მხრივ, თუ ჩვენ  ვსაუბრობთ საგნის A პუნქტიდან B პუნქტამდე გადატანას , მაშინ აღვიქვავთ  როგორც პროცესის ცალკეული კომპონენტს. ხოლო მეორე მხრივ  ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ მატერიალური რესურსის ან ინფორმაციის გადაადგილების დაგეგმვის, განხორციელების და მართვის ყველა ასპექტს. 

 ლოგისტიკა მოიცავს იმ მრავალ აქტივობას და ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია საქონლის ნაკადის მართვაში და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ ამოცანებთან, როგორებიცაა ტრანსპორტის მართვა (გადაზიდვა და მიწოდება), ინვენტარის კონტროლი (შენახვა და განაწილება), შეკვეთის შესრულება (აგროვება და შეფუთვა) და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია. 

  ორივე ტერმინი დაკავშირებულია მიწოდების ჯაჭვის მართვის საკითხებთან სხვადასხვა კუთხით. თუ ერთი მნიშვნელობით ლოგისტიკა ეხება სტრატეგიას, ადგენს გეგმას, თუ როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის პროცესი, მეორე მხრივ ის ნიშნავს უშუალოდ შესრულების პროცესს და მოიცავს გეგმების განხორციელებას პრაქტიკული გაგებით. თუ ერთი მხრივ, ლოგისტიკა უზრუნველყოფს ყოვლისმომცველი ჩარჩოს შესყიდვების ოპერაციების ყველა ასპექტს, მეორე მნიშვნელობით ის ასევე ფოკუსირებულია კონკრეტული ოპერატიული ამოცანების შესრულებაზე ამ ჩარჩოში.

მაგალითისთვის:

  • პროექტის წარმატება დამოკიდებული იყო პერსონალის გადაადგილების ეფექტურ ლოგისტიკაზე.
  • ქვეყნის მასშტაბით საქონლის ტრანსპორტირების ლოგისტიკური გამოწვევები უზარმაზარია.